ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.