თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6000-მდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
“სანზონა, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის თბილისი ენერჯის სამსახური და მიმდინარეობს საშუალო წნევის მილსადის აღდგენითი სამუშაოები. გაცნობებთ, რომ ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000 მდე აბონენტს. კერძოდ – დასახლების კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ,,ღრმაღელესთან” სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს ,,ჯორჯიან ჰაუსი”-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტოიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი #31, საჯარო სკოლა # 32, სკოლა # 207 და სხვა.ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება ხვალ 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე. კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ დაიცვათ გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები,”_ ნათქვამია განცხადებაში.