სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, რის შედეგედაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობით, „დაიბრუნეს რამდენიმე რეგიონი, რომელიც კვირას მომხდარი დაპირისპირებისას დაკარგეს“. რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 15 სამხედრო დაიღუპა.
გარდა სამხედროებისა, დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.