აზიური ფაროსანა შინაური ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს .
აზიური ფაროსანას ჭამის შემთხვევაში, შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს, შესაძლოა, გემოვნური თვისება მოკლე ვადით შეეცვალოს, თუმცა, მსგავსი ცვლილება მეცნიერულად დადასტურებული არ არის და არც ადამიანისთვის წარმოადგენს საფრთხეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა ცხოველისა და ფრინველის აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავს, რადგან მავნებელი დაავადების გადამტანი არ არის.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და ბოსტნეულს, ასევე თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას.
მის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მედიაკამპანია _ ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო.
პროექტს “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.