“გურია ნიუსს” მიაწოდეს ინფორმაციები, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას საარჩევნო უბანს სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე და ნარუჯის გამგებელი ზვიად მიქელაძე, ამომრჩეველთა სიით ხელში აკონტროლებენ.
ამ ინფორმაციას არც ერთი მათგანი არ ადასტურებს.
თავდაპირველად გიგა ხარაბაძე შეეცადა, “გურია ნიუსის” ობიექტივში არ მომხდარიყო, “თვალს მიეფარა” და იქვე საარჩევნო უბანთან მდებარე სუპერმარკეტს “შეაფარა თავი”, შემდეგ კი, კითხვაზე, რა მიზეზით იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, გვითხრა, რომ აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლას ეწევა:
_ შეეშვით ჩემს შანტაჟს და ინტრიგას, _ გვითხრა ხარაბაძემ.