თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ უწყების მიერ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ და პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის.
“ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე: ტელეფონში ისეთს ვერაფერს ნახავთ ჩემი შვილის გატანჯული სურათების გარდა და ფრთხილად იყავით, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გაუშვებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და 9 თაობაზე არ დაგიბრუნდეთ”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიებამ დაადგინა, რომ სატელიტით გადაღებული კადრები, რომელიც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა, ყალბი აღმოჩნდა.