“არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი საქციელი”, _ ასე აფასებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ენმ-დან თანაგუნდელების წასვლას. მისი თქმით, ციხეში მოხვედრის შემდეგ გაიგო, რომ მის თანაგუნდელებსაც ჰქონიათ, თურმე, მასთან კითხვები.
“უბრალოდ, მოდაში რომ იყო, რომ ახალაიასთან კითხვები გვქონდა. აი, ეს იყო და მეტი არაფერი… ციხეში რომ მოვხვდი, მერე მოვისმინე, რომ, თურმე, ასეთი ყოფილ ჩემს თანამებრძოლებსაც ჰქონიათ. რაღაცნაირად ასეთი ფონი არსებობდა, რომ ვიღაცები თვლიდნენ, რომ ახლა ხელის შეწმენდა ადვილად შეიძლება”, _ აცხადებს ბაჩო ახალია.
მისი თქმით, ენმ-ის დაშლა არასწორი საქციელია:
“ვინ რა მოტივაციით წავიდა, ჩემთვის მეათეხარისხოვანია”, _ განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა არჩევნებში მშვიდობიანი გზით გამარჯვება არ ყოფილა. ახალაიას მიაჩნია, რომ “გასაძევებელია ივანიშვილი ხელისუფლებიდან” და სწორედ ამიტომ ვერ ამართლებს პარტიის გაყოფას:
“მთავარი ამოცანა არის ის, რომ ივანიშვილი ამ გზით ყველაფერს აღწევს და იმტკიცებს ძალაუფლებას, ეს არის მთავარი ამოცანა. როცა საჭირო იყო, ერთ, ორ პატარა, უმნიშვნელო ადამიანის მარგინალიზაციას ახდენდა, როცა საჭირო იყო მთელი გუნდი მარგინალიზაციას ახდენდა”, _ განაცხადა ახალაიამ.
ამავე თემაზე: