პროფესიით რეჟისორი და ხალხური ფოლკლორის დიდი მოტრფიალე, ოზურგეთელი (სოფელ ნატანებიდან) ბაჩო მენაბდე, ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ის, 12 წლის განმავლობაში, რეჟისორად მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე .
ახლახან ბაჩომ ცნობილი გურული სიმღერის, „სისონა დარჩიას“ მოტივზე, იუმორის ნატიფი შეგრძნებით , ხალხურ ისტრუმენტზე გაახმოვანა „კორონაი კარშია“. სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა მის სამეგობროში, დღეს კი „გურია ნიუსის“ ფართო აუდიტორიას ვთავაზობთ.