ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა, რომელმაც ტურისტების გადასაყვანი ვერტმფრენი მოიყოლია.
ანგარის ჩანგრევის მიზეზად დიდთოვლობა სახელდება.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, ანგარი კერძო კომპანიას ეკუთვნის.