“ქართულ ოცნებას ამოწურული აქვს ყოველგვარი რესურსი ქვეყნის სამართავად” _ ამ განცხადებით სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენას ეხმაურება.
სამადაშვილის თქმით, ბახტაძე არის წარუმატებელი ადამიანი, რომელმაც გაკოტრების პირზე მიიყვანა კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობდა.
“ეს არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია მხოლოდ წარუმატებლობასთან და თუ რაიმე პირადი მოტივაციით დანიშნავს მას ამ ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი, ეს იქნება ბოლო წერტილი, საიდანაც ჩამოიშლება ივანიშვილის ხელისუფლება”, _ თქვა სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.