თბილისში, დიღომში, ოლიმპიური მომზადების ცენტრში სრულდება “მეგობრობის თასის“ გათამაშება ფეხბურთში (2003-2004 წელში დაბადებულებს შორის). ტურნირში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საფეხბურთო კლუბი “ბახვი-1“ და “ბახვი-2“ მონაწილეობს. ფინალური თამაში დღეს გაიმართება და ერთმანეთს “ბახვი-1“-ს და დიღომის “მინესი“_ს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.
“ამ ტურნირში უკვე მეორე წელია ვმონაწილეობთ. შარშან მესამე ადგილი დავიკავეთ და წელს კი ფინალში ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამარჯვებულები დავბრუნდეთ ოზურგეთში.
სულ რვა გუნდი მონაწილეობდა “მეგობრობის თასი გათამაშებაში“: აფხაზეთის “აფხაზეთი“, სოხუმის “ცხუმი“, დიღომის “მინესი“, “ფორვარდი“, “ვიტ-ჯორჯია“, “ბახვი-1“ და “ბახვი-2“. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშები იყო“, _ გვითხრა “ბახვი-1“ მთავარმა მწვრთნელმა გოჩა კრასოტკინმა.