Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ხატია დეკანოიძის თქმით, მამუკა ჯანანაშვილი არაერთხელ არის შემჩნეული უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.
დეკანოიძის მტკიცებით, მას „ქართულ ოცნებაში“ მფარველები ჰყავს და სწორედ ამიტომ არ ხდება რეაგირება მის გადაცდომებზე.
„ამ ადამიანმა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან დიასამიძე გავრილოვის ღამეს დაზარალებულებს, მაკო გომურს გამოესარჩლა, როდესაც ჯანანაშვილი აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა. ამის შემდეგ იგი ფიზიკურად გაუსწორდა დიასამიძეს. ეს ადამიანი დღეს არის გახარიას პოლიციის სახე. ოპოზიციამ არა ერთხელ ვამხილეთ. მათ შორის ზუგდიდის თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც ძალა იხმარა და ფიზიკური ძალადობით დაატოვებინა საარჩევნო უბანი საქართველოს პარლამენტის წევრს, თინა ბოკუჩავას. მამუკა ჯანანაშვილი 2012 წლამდე მუშაობდა შსს-ში. მას დაატოვებინეს პოლიციის რიგები, რადგან ის არ აღიარებდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ღირსებას. მალევე, ჯანანაშვილი დააკავეს იარაღის უკანონო შენახვის გამო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ის აღადგინა პოლიციის რიგებში. კასპის პოლიციის უფროსად, ის მაშინდელი გამგებლის, ოლეგ იაძის ახლო მეგობარია და ამის მერე გადაიყვანეს მარნეულში, სადაც თავი გამოიჩინა იმით, რომ პოლიციის განკუთვნილ საწვავს საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდდა. ის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ახლა სუს-ის თანამშრომლის, სოსო იაშვილის მფარველობის ქვეშ არის, სწორედ ამიტომ ეპატიება ყველაფერი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved