„თიბისი ბანკისა” და „ბანკი რესპუბლიკის” გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს „ბანკი რესპუბლიკის” ბარათების „თიბისი ბანკის”ბარათებით ჩანაცვლება. 6 მაისის შემდეგ უკვე მომხმარებელი „ბანკი რესპუბლიკის” ბარათების ნაცვლად „თიბისი ბანკის” ბარათების მოხმარებასგანაგრძობს.
ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში,” უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი „თიბისი ბანკში”, რომლისგატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის” ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახითეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის „ქოლცენტრს” ნომერზე – 2 27 27 27.
„ბანკი რესპუბლიკის” ბარათები „თიბისი ბანკის” იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათისმომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, „ბანკი რესპუბლიკის” ყოფილი ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებულინაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს „თიბისი ბანკში”, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის” ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს „თიბისიბანკში”.
ბარათების გადასაცვლელად რამდენიმე დღეა დარჩენილი. „თიბისი ბანკი” თხოვნით მიმართავს კლიენტებს, საკუთარი ბარათების ასაღებად ფილიალებსმაქსიმალურად დროულად მიმართონ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე
(R)