ხალხმრავლობაა დღეს ჩოხატაურში, ლიბერთი ბანკის ფილიალთან.
მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ხალხმა ერთმანეთთან სოციალური დისტანცია უნდა შეინარჩუნოს და 2 მეტრის მოშორებით დადგეს, აღნიშნული პირობა ფილიალის გარე პერიმეტრზე დაცული არ იყო.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რატომ არაა დაცული სოციალური დისტანცია და ამ საკითხზე ჩოხატაურის ლიბერთი ბანკის ფილიალის მმართველს, ლაშა ასათიანს ესაუბრა.
„ფილიალში ვუშვებთ 3-3, 4-4 კაცს, რომ შიგნით რიგი არ იყოს. გარეთ პერიმეტრზე დილიდან დგას სამი პოლიციელი, ბანკის ერთი თანამშრომელი და არეგულირებენ რიგს. დილიდან რიგი იყო, მაგრამ სოციალური დისტანცირებას, შეძლებისდაგვარად, ვიცავდით,“ _ გვითხრა ჩოხატაურის ლიბერთი ბანკის ფილიალის მმართველმა.