ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი მედიასთან პირველად გამოჩნდა და ის სხდომას დღეს პირველად დაესწრება სხდომათა დარბაზში.
„როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“,- განაცხადა ბასილაშვილმა.
სასამართლო პროცესს დაესწრება დაზარალებული ნელი დოროყაშვილიც. დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა დარბაზში როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული დოროყაშვილი დაესწრებიან.
წყარო: newposts.ge