საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სასამართლო პროცესების საჯაროობას ითხოვს. როგორც ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი “რუსეთის ჯაშუშები vs ბაჩო ახალაია”, რომელიც 3 წელია მიმდინარეობს, თუ ამას “მიმდინარეობა” ქვია, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში სულ 3-ჯერ ჩატარდა პროცესი.
იკითხება ე.წ. მოწმე ლევან ზაქრაძე, პროცესი მოსამართლე შკუბულიანმა პროკურატურის მოთხოვნით დახურა.
მოვითხოვთ ყველა პროცესი, რომელიც ბაჩოს ეხება ჩატარდეს ღიად, საჯაროდ და გამჭირვალედ!!!
პ.ს. ბატონო ბიძინა ნუ ჩხლართაობ, მაინც გამოვფენ ყველაფერს!”, _ წერს ნადარეიშვილი.