ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? -ეს კითხვა, გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა განათლების მინისტრს დაუსვა. სწორედ ამ ფრაზით დაასრულა სიტყვით გამოსვლა ბაჩანა შენგელიამ კომიტეტის სხდომაზე. მანამდე კი შენგელიამ განაცხდა, რომ დედას, რომელიც მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, განათლების სამინისტრომ მორალური სასამართლო მოუწყო.
20 წუთის განმავლობაში ბაჩანა შენგელიამ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ძალოვან უწყებებს არაერთხელ მოუწოდა. მისი განცხადებით, საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. შენგელაია ამბობს, რომ იმ პირებს შორის ვისი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს არის, ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია.
„იას მოუწყვეს მორალური სასამართლო. ის არსი ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტი ემსახურებოდა განათლების სისტემას. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მან დაამთავრა უნივერსიტეტი და იმ დღიდან დაწყებული ის ან კოლეჯში იყო, შემდეგ უნივერსიტეტში და შემდეგ 11 წელი ემსახურა სკოლას. მისთვის ყველაზე მძიმე ეს მორალური ტერორის ნაწილი აღმოჩნდა, რომ თქვენ, თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა. რადგან არჩევნებია და ასე დაემთხვა, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო და იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვიცოდი მეც, რომ გაათავისუფლებდნენ. დავწერ განცხადებას, მაგრამ რატომო, მე ხომ მთელი ცხოვრება ამ სკოლას, ამ ბავშვებს ვემსახურბოდიო.
მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სახლიდან სკოლაში რაღაცეებიიყო წაღებული. მისთვის სკოლა იყო ყველაფერი. სიცოცხლის ნაწილიც, აბსოლუტურად ყველაფერი და სწორედ ამ წნეხს ვერ გაუძლო, რომ მას ასე დაუნდობლად ექცეოდა სისტემა,“ _ მიმართა განათლების მინისტრს შენგელიამ.
წყარო: რუსთავი2