ბათუმის მახლობლად ნავიგაციური ტრავმით (გემის, კატერის, სკუტერის და სხვა მცურავი საშუალებების შეჯახების შედეგად)დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს. დელფინის ფოტოები გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა. ამის შესახებ “გაზეთი ბათუმელები” წერს.
არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ასეთი შემთვევები ბათუმის სანაპიროსთან იშვიათია, შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდეს.