ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა _ ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, 78 წლის კაცი დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული.
ხანდაზმული სამედიცინო დაწესებულების პალატიდან დღეს, დილით ისე გავიდა, რომ ამის შესახებ პერსონალს და დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია.
როგორც ახლობლები აცხადებენ, დაკარგულ პაციენტს ახლა ბათუმის ქუჩებში უშედეგოდ ეძებენ.
ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალის პრესცენტრმა ფაქტის შესახებ მედიიდან შეიტყო და ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ მომხდარს შეისწავლიან და სათანადო რეაგირება მოხდება.