ბათუმში დაკარგული გოგონა იპოვეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გოგონა ნაპოვნია, თავს კარგად გრძნობს და უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.
“ბათუმის საქალაქო სამმართველოში დღეს დილით შევიდა შეტყობინება დაკარგული არასრულწლოვანი გოგონას შესახებ. სამართალდამცველებმა მყისიერად დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. გოგონა ნაპოვნია, თავს კარგად გრძნობს და უკვე საკუთარ სახლში იმყოფება”, _ აღნიშნულია განცხადებაში.