ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია.
როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა.
მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.