ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა, _ ინფორმაცია “ბათუმელები” ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.