ბავშვთა კვების პროდუქციის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა ,,ლაქტალის ინტერნეიშენალმა“ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში” წარადგინა.
დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტიაში (Picot Lait Picot SL sans Lactose 350 გ., Milumel Bio 1 900g, Picot peptide junior sans Lactose 460g) ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად ეჭვი იქნა მიტანილი სალმონელა აგონას არსებობაზე (Salmonela Agona). სალმონელა იწვევს დიარეას და ცხელებას. კომპანია „CTN ჯორჯიას“ წარმომადგენლების ცნობით, ბრენდ „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი არ ხდება საქართველოში. 11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა რეკომენდაციები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხდებოდა პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის საქართველოს მასშტაბითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეჩერებული „სელიას“ პროდუქციის გარკვეული პარტიების რეალიზაცია და ხდება მათი ამოღება სააფთიაქო ქსელიდან.
კომპანია „CTN ჯორჯიას“ წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ, როგორც ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, საფრანგეთში გაჩნდა ეჭვი ორ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში არ შემოდის, მაგრამ რადგან კომპანიას შეეხო ეს პრობლემა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ყველა პროდუქცია ამოეღო ქსელიდან. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ის პერიოდი, როცა შეიძლება ბაქტეოლოგიური დაბინძურება მომხდარი იყო, არის 1-დან 7 მაისი, გადამოწმდა და ამ პერიოდში წარმოებული სერია საქართველოში შემოსული არ არის. რაც ერთგვარი გამმომრიცხავი იყო, რომ თუ დაბინძურება არის „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციაზე, მაშინ ეს პროდუქცია არ შემოდის, თუ სხვა პროდუქციაზეა მაშინ აღნიშნულ პერიოდში წარმოებული პროდუქტი საქართველოში არ შემოსულა, მიუხედავად მიღებული იქნა გადაწვეტილება, საქართველოშიც ამოგვეღო კომპანიის მიერ წამოებული პროდუქცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ, 22 სინჯი აიღო, ჩაატარეს ლაბორტორიული კვლევა, ყველა შემოსულ წარმოებაზე, იმ ბაქტერიაზე და წარმოებაზე, რომელზედაც საფრანგეთში მიჩნეული იყო, რომ ამ პროდუქტით გავრცელდა და დაავდდნენ ბავშვები, 22 დეკემბერს დადასტურდა, რომ ამ პროდუქციებზე აღნიშნული ბაქტერიები არ აღმოჩნდა. იგივე მოხდა სხვა ქვეყნებშიც.
კომპანიამ მიიღო გადაწვეტილება, რომ 2017 წლის 15 თებერვლიდან დღემდე, რა პერიოდშიც კითხვები გაჩნდა, წარმოებული პროდუქცია მთლიანად ამოეღო წარმოებიდან.
ჩვენ ჩავატარებთ ევროკავშირის რეკომენდაციით გათვალისწინებულ კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდება წარმოება. დაველოდებით საფრანგეთის მიერ ახალი პროდუქციის წარმოებას და ამის შემდეგ მისი ექსპორტი საქართველოში კვლავ გახორციელდება, _ განაცხადა კოპანია ,,CTN ჯორჯიას“ წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ.