https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბაზიერი და მიმინო, ნადირობის გარდა, ერთად სიმღერასაც ახერხებენ

7:01; 26.01.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში ნადირობის ტრფიალ ბაზიერებს რა გამოლევს, თუმცა, ისინი, უმეტესად მაინც ასაკოვანი ადამიანები არიან და როგორც ამჯერად ჩვენი რესპონდენტი, ფანატიკოსი ბაზიერი მიხეილ გიორგაძე ამბობს, ამაზე უკეთესი უხიფათო, სახალხო და თუნდაც, ელიტარული სანადირო სპორტი, არ არსებობს.

ბაზიერიც არის და ბაზიერიც _ 80 წლის მიხეილ გიორგაძეს, 70 წელი ბაზიერობაში აქვს გატარებული და ამ საქმეს ახლაც ისეთი სიყვარულით მისდევს, როგორც შორეულ ბავშვობაში.

_ 10 -11 წლის ბიჭი ვიყავი, ჩემს მშობლიურ ჩოხატაურში მიმინო რომ დავიჭირე. ჩიტი ღაჟო კი გაცილებით ადრე “მოვძღაბლე” და მას შემდეგ ბაზიერობის ცეცხლი ისე მომედო, დღემდე მოვედი და არ გამნელებია. მიმინოს ამღერებაც კი შევძელი, _ გვეუბნება იგი და მოულოდნელად მაჯაზე ჩამოცმულ ტყავის საფარზე შემოსკუპული მიმინო ახლოს მოჰყავს და დაბალ ხმაზე ხალხურ მელოდიას ასმენინებს. ფრინველი მოულოდნელად პირს აღებს და ბაზიერთან ერთად, თანმხვედრ ბგერებს გამოსცემს.

“ახლა გაჩერდი”, _ დაყვავებით ეუბნება და მიმინოც იტრუნება.

მიხეილ გიორგაძე გვიამბობს, როგორ გადმოვიდა ადრეულ ასაკში ოზურგეთში საცხოვრებლად, მშობლებთან ერთად.

_ ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლში, ლადიკო ერქომაიშვილთან ვმღეროდი. მერე ჯაზ-ორკესტრი “ნაკადული” ჩამოვაყალიბეთ. მერე დიდი ტრაგედიაც გადავიტანე, მცირეწლოვანი შვილი დამეღუპა და რაღა მემღერებოდა?! ბაზიერის ხელოვნებას კი დღემდე შემოვრჩი. რაღაცნაირად დამეხმარა კიდეც სულიერი და ფიზიკური მხნეობის განმტკიცებაში. ერთადერთი უმარცხო საქმე “ჩიტით” ნადირობაა, რომელმაც ტრადიცია არ დააგდო და ისევ ისე აგრძელებს არსებობას, როგორც მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, _ ამბობს ის და აგრძელებს, _ დამიჯერებთ? 70 წელია, ერთნაირი გატაცებით და ჟინით ვნადირობ. საირაოზე სულ უთენია გავდიოდი და გავდივარ, გაწვრთნილი ღაჟოს მეშვეობით, უცებ ვიტყუებ მიმინოს და ჩიტბადეში გახვეულს, ფრთხილად ვხსნი. პირველ რიგში, უნდა გავიგო, დედალია თუ არა, თან ამავე წლის გამოჩეკილი და არა კოიოტი. შინ მიმყავს თვალახვეული, მოვაბამ ფეხებზე რბილ თასმებს და როცა თვალებს ავუხელ, დავუსტვენ. დილამდე ხელზე მიზის, რამდენი ღამე გამითენებია ასე, ვინ მოთვლის. შეჩვევის შემდეგ კი, სანამ კარგად გავმართავ, დღეში ორჯერ ვაჭმევ, შემდეგ კი ერთხელ _ სულ ახალი ხორცი უნდა. ასე ვახერხებდი მუდამ საუკეთესოდ გაწვრთნილი მიმინო მყოლოდა. უმეტესად, ჟანგისფერი. იყო დრო, ჩემ ხელში გამოზრდილი კაპუეტი _ ერთ წელზე მეტი ხნის მიმინო _ ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. ბევრი რამ ისეთი კარგი საქმე კეთდებოდა იმ დროში, ახლა ვერც დაიკვეხნიან _ დღეს ყველაფერს ფულის შოვნის კუთხით უყურებენ.

მიმინოთი ნადირობა არის ყველაზე უღალატო, უმარცხო, თოფის გარეშე არსებული სანადირო სპორტი. ჯანმრთელობის, ხალისის მუდმივი წყარო. ნერვულ სისტემას და გულს ასე არაფერი აკაჟებს. ახალგაზრდობას ეს საქმე ჩვენ უნდა შევაყვაროთ. თუმცა, უნდა არსებობდეს საქმიანი და სახელმწიფოებრივი მიდგომა, თორემ საბაზიერო ხელოვნება თანდათან გაქრება, _ ამბობს ბატონი მიხეილი და იხსენებს ერთ სახალისო შემთხვევას, როცა ახალგაზრდა კაცმა ჰკითხა, რა არის ეს ხელზე რომ გიზისო: _ ვუპასუხე, რა არის და ინდაური,-მეთქი. მერე კი ვეცადე, დამეინტერესებინა. ნაკლებად, მაგრამ ვახერხებ ახალგაზრდებისთვის ამ საქმის გაცნობას.

ჩვენი რესპონდენტი და მისი მეზობელი ბაზიერები, ენვერ კომახიძე და ბიჭიკო მეფარიშვილი, განუყრელი მეგობრები არიან. ხშირად იკრიბებიან და სანადიროდ ახალგაზრდული ხალისით მიდიან. მათი საუბარი მუდამ უამრავ სანადირო თავგადასავლებსა და საბაზიერო საქმის როგორმე შენარჩუნებასა და გაძლიერებას ეხება. ენვერ კომახიძე საყვარელი საქმის კეთებას, თავის მეგობრებთან ერთად შექმნილი, გურიის სამონადირეო ტურიზმის და ბაზიერთა კლუბის გაძლიერებით ცდილობს და ხელისუფლებისგან დახმარების და დაინტერესების მოლოდინშია.

_ ზოგადად, ნადირობა წამგებიანი ხელოვნებაა, თევზაობის გარდა, _ ბაზიერით ნადირობა ორი-სამი თვის მანძილზეა შესაძლებელი. მიმინოს სერიოზული კვება სჭირდება _ სულ ცოტა, წელიწადში 400 ლარის ხორცს მიირთმევს ერთი ფრინველი. ამდენივეს მონადირებას თუ შეძლებს. მეთევზეს კი ჭიების მომარაგებით მთელი წლის მანძილზე თევზაობა შეუძლია, _ ამბობენ მეგობრები. თუმცა, მათი აზრით, ბაზიერობას ვერაფერი შეედრება და თუ მონდომება და სურვილი იქნება, მოტივირებული ადამიანები შეძლებენ საქართველოში ბიზნესი ამ მიმართულებითაც განვითარდეს.

მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ საამისოდ პატრიოტული მიდგომაა საჭირო და ბაზა უნდა შეიქმნას. როცა საქმე ჩანასახში არსებობს ბაზიერთა კლუბის სახით და აქ, მსოფლიო კლუბებსაც რომ დაამშვენებს, ისეთი ბაზიერებია თავმოყრილი. მთავარია, დაფინანსების შანსი გაჩნდეს. ადვილი შესაძლებელია, შემოიღობოს რამდენიმე ჰექტარი ბალახოვანი ფართობი, თუ ხორბალს დათესავენ, მთლად უკეთესი. იონჯაც საუკეთესოა, ადრე შემოდის და ნადირობის სეზონზე უკვე საუკეთესო ბაზას შექმნის. შორიახლო კი 50-კაციანი სასტუმრო თუ დაიდგმება, მთლად კარგი. გურიაში, ზღვისპირა მხარეში, ახლა ისეც მომრავლდა სასტუმროები. ტურისტები სიამოვნებით გადაიხდიან თანხას და ინადირებენ ასეთ ფართობზე ჩვენი ბაზიერების დახმარებით. ასეთი პრაქტიკა არა ერთ წამყვან სახელმწიფოში არსებობს. ჩვენთან ბაზიერობის საუკუნოვანი გამოცდილება როცა არსებობს, საქმის წამოწყებას ეს გააადვილებს. დაგვიანებული კი არის, მაგრამ სჯერა, რომ კიდევ შესაძლებელია.

ბიჭიკო მეფარიშვილი: _ სინანული მიპყრობს _ მიმინოს და ღაჟოს შესახებ ბავშვებმა რატომ არ უნდა იცოდნენ? ხან სპეციალურად ვეკითხები მათ, სკოლაში თუ ესმით ამის შესახებ. რატომ არ უნდა ასწავლიდნენ ბავშვს რაღაც კუთხით მაინც ამ საუკუნოვანი უმარცხო ნადირობის შესახებ? ეს ხომ მხოლოდ უბრალო გართობა არ არის? ვახტანგ გორგასლის ლეგენდაც არ იცის ზოგმა. დასავლეთ საქართველოში მაინც, საუკუნეების მანძილზე, პოპულარული იყო ასეთი ნადირობა და მიმინოს მახვილი თვალით, ჭკუით, სისწრაფით და სიმსუბუქით შეზავებული თვისებები, ბაზიერებთან ერთად, ლამის, მთელ ქართველობას ჰქონდა გათავისებული. ძალიან კარგი საქმე გაკეთდება, თუ ამ თემას წამოწევთ და ხელისუფლების რომელიმე შტო დაინტერესდება, თუნდაც, რაიონის დონეზე. კერძო პირსაც შეუძლია ამ საქმის წამოწყება. ბაზიერობის ინსტიტუტი არსებობს, რაც მთავარია. გერმანიაში, დუბაიში და არა ერთ სხვა მოწინავე ქვეყანაში ამ საქმეს სერიოზულად ეკიდებიან.

ენვერ კომახიძეც ოპტიმისტურად უყურებს ბაზიერთა ხელოვნების განმტკიცებით, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების საქმეს. ბაზიერთა სანადირო ხელოვნებას, მისი აზრით, ადვილი შესაძლებელია “მიებას” ტურისტების მეტად დაინტერესება, გადამფრენი ფრინველების შესანიშნავი დერეფნით, რომელიც კოლხეთის დაბლობზე არსებობს: _ ტურისტებისთვის აქ შესანიშნავი გარემო იქნება, დააკვირდნენ ფრინველთა გადაფრენის პროცესს და გადაიღონ. პარალელურად, საბაზიერო ხელოვნებას გაეცნონ, ინადირონ აქაურ ბაზიერთა დახმარებით, როცა საამისო ბაზა იქნება. მთავარია, იდეის პოპულარიზაცია და მერე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა საშუალო დონეზე მაინც, _ ამბობს ის.

მანამდე კი მეგობარი ბაზიერები, მიხეილ გიორგაძის თავკაცობით, სეზონზე სანადიროდ წასასვლელად უერთმანეთოდ ნაბიჯს არ დგამენ, სეზონის დასრულების შემდეგ კი უფრო ბატონ მიხეილთან იყრიან თავს და საუბრის თემას მუდამ უსაყვარლესი საქმე წარმოადგენს. ამბობენ იმასაც, რომ ზოგს მოცლილი და საქმეგამოლეულიც კი ვგონივართ, თუმცა, თუ ქვეყანაზე უმარცხო, ჯანსაღი სანადირო ხელოვნება არსებობს, რომელიც ახალგაზრდას მუდამ გონიერებასთან, სისწრაფესთან, ჭკუასთან და უზადო ჯანმრთელობასთან ამყოფებს, ეს ბაზიერობაა და მთავარია, ამ საქმით ვინმე ისე დაინტერესდეს, როგორც ჩვენ ათწლეულების მანძილზე მიმინოებს ვწვრთნიდით და საქმეც დაიძვრებაო.

მიხეილ გიორგაძე უფასო მასწავლებლობას პირდება დაინტერესებულ ახალგაზრდებს: _ მე 80 წლის კაცი ვარ და მინდა, ჩემი შვილების და შვილიშვილების თაობა სერიოზულად მოეკიდოს საქმეს, რომელიც ხელოვნების რანგში ჰქონდათ აყვანილი ჩვენს წინაპრებს. გასაქრობი და მისავიწყებელი ამიტომაც არ არის, თითო-ოროლა მოყვარული სანამ არსებობს, “ხელის გამობრუნება” კიდევ შეიძლება.

წარმატებას და სურვილის ახდენას ვუსურვებთ ნაცად ფანატიკოს ბაზიერებს, მიხეილ გიორგაძეს, რომელიც საყვარელ მიმინოსთან ერთად, ისევე გვემშვიდობება, როგორც მიგვიღო _ სახესთან იახლოვებს ფრინველს და დაბალი, სასიამოვნო ხალხური მელოდიით იყოლიებს _ დუეტიც შეთანხმებულად დგება.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო