მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 200-მდე ჯგუფი მუშაობს. BBC-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც სვამს კითხვას – როდის იქნება მზად პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე უკვე 18 პრეპარატია. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი პრეპარატის მოხმარება 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პრეპარატი ეფექტიანი იქნება.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის მისდამი იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70%-ს უნდა ჰქონდეს (კოლექტიური იმუნიტეტი).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.