ქუჩები და ტროტუარებზე გამართული გარევაჭრობა, რის გამოც ქვეითებისთვის გადაადგილება შეუძლებელი გახლდათ და მალფუჭებადი პროდუქტის ქუჩაში რეალიზაციის გამო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მუდმივად დარღვეული იყო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტროტუარებზე) გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად მოქმედება დაიწყო, უსახური დახლების დემონტაჟი განახორციელა და აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების საფუძველზე მოვაჭრეებს ბაზარში ალტერნატიული ფართი და 3 თვით გადასახადისგან გათავისუფლება შესთავაზა. ხოლო სამი თვის შემდეგ დახლის დღიური გადასახადი მხოლოდ და მხოლოდ 0,90 თეთრი იქნება.
თუმცა, როგორც ყოველთვის, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები არ ღალატობენ ჩვევას და ქალაქის მერიასთან დაპირისპირების მიზნით ამჯერად გარემოვაჭრეები შეჰყავთ შეცდომაში, ამ ადამიანებით მანიპულირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ გარემოვაჭრეები ქალაქის მერიის წინააღმდეგ განაწყონ.
ოპოზიცია გარემოვაჭრეებს კანონის დარღვევისკენ ღიად და აშკარად მოუწოდებს. მათი ემოციებით ვაჭრობს და პოლიტიკური ქულების დაწერას ამ მეთოდით ცდილობს.
სხვადასხვა არასწორი ინფორმაციით ოპოზიციის მიერ წაქეზებული გარემოვაჭრეები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და არ აძლევენ მათ საქმიანობის განხორციელების საშუალებას.
ოპოზიციისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსგავსი ქმედებები კანონით დასჯადია, თუმცა ამის მიუხედავად აგრძელებენ გარემოვაჭრეების წაქეზებას. აქედან გამომდინარე, გარემოვაჭრეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მორალური პასუხისმგებლობა ცალსახად ოპოზიციას ეკისრება.
დღეს ოპოზიცია ცდილობდა, გარემოვაჭრეები დაერწმუნებინა, რომ ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობა კანონდარღვევით აკრძალა. ოპოზიციის მტკიცებით, საკრებულოს გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაცია არა აქვს. რეალური სურათი კი ასეთია: გარევაჭრობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, ხოლო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის მე-15 დადგენილების თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს გარევაჭრობის, მათ შორის, თხევადი შეჭირხნილი გაზით ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგებას.
შესაბამისად, აღნიშნული დებულება სწორედ იმ საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული, რომლის წევრებიც ახლა გარემოვაჭრეებს ურცხვად ატყუებენ, თითქოს ზედამხედველობის სამსახურს გარევაჭრობის მოწესრიგების ლეგიტიმური უფლება არ აქვს.
აქედან გამომდინარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში და ოპოზიციონერების მცდელობა საზოგადოება მერიის არაკანონიერ ქმედებებში დაარწმუნოს, სახელმწიფოებრივ აზროვნებას მოკლებულია და მათი, როგორც დეპუტატების დიდ უპასუხისმგებლობას ააშკარავებს.
საოცარია, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, რომ წესრიგსა და პროგრესს ასე აშკარად დაუპირისპირდე და ადამიანებს აგრესიისკენ უბიძგო. ალბათ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი. (R)