ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.12%.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.