ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
როგორც გამოცემა france 24 იუწყება, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა.
გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა.
„ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგემ და მტერმა უნდა გაიგოს: არ გქონდეთ იმედი, ჩვენ არასოდეს გავიმეორებთ იმას, რაც გვქონდა 2020 წელს“, – განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს.