პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ამომრჩევლებს განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გაათავისუფლებს ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს, ექიმ ენტონი ფაუჩს.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ფაუჩი “კარგი ბიჭია, მაგრამ ბევრს შეცდა”.
CNN-ის ინფორმავიით, ფლორიდაში ხალხის უმეტესობას ნიღაბი არ ეკეთა. ტრამპი აგრძელებს შეხვედრებს შტატებში, სადაც კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს, რადგან თვლის, რომ მისი გზავნილის შედეგად ამომრჩეველს დიდი რეზონანსი ექნება.
ტრამპის კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც შაბათს Washington Post- ისთვის მიცემულ კომენტარში ფაუჩიმ გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება პანდემიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა და ფაუჩიმ პანდემიის გამო თანამშრომლობა წამოიწყეს, მათი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.