“მე ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს და მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია“, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში _ “SWOT ანალიზი“.
„არამარტო მე, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი განიცდის, როდესაც ამბობს და ვერ აკეთებს.
ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არ მახსოვს ჩვენი შვიდწლიანი მმართველობის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვისრულებინა.
მე ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ _ თუ პირდები, უნდა გააკეთო. და მოხდა ეს.
რა თქმა უნდა, განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში, განიცდიან ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა. განიცდიან იმას, რომ გუნდმა დაპირების შესრულება ვერ შეძლო”, _ აღნიშნა ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა.