ბირთვული “არმაგედონის” რისკი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ უმაღლეს დონეზეა, _ BBC -ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
_ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “არ ხუმრობდა”, როდესაც საუბრობდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უკრაინაში წარუმატებლობის შემდეგ. აშშ „ცდილობდა გაერკვია“ პუტინის ომიდან გამოსვლის გზა, _ დასძინა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ადრე განაცხადეს, რომ პუტინის განცხადება ბირთვული იარაღის სროლის შესახებ სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.
თუმცა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ, მიუხედავად მოსკოვის ბირთვული მინიშნებებისა, აშშ-ს არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთის მხრიდან გარდაუვალია ბირთვული იარაღის გამოყენება.
ინფორმაციისთვის, უკრაინა იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის დროს, მათ შორის იმ ოთხ რეგიონში, რომლის ანექსიაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ უკანონოდ განახორციელა.