პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა.
გენერალური პროკურატურა მომართვას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს, რომელსაც განსახილველად 5 დღიანი ვადა აქვს, თუმცა როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომიტეტის სხდომები ხვალ დილითვე გაიმართება, რადგან ვადები შემჭიდროვებულია. სავარაუდოდ სესიაც ხვალვე განიხილავს. კახიანმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა ენმ-ს დეპუტატს იმუნიტეტი შეუწყვიტოს.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს. პარლამენტის ბიუროს სხდომა ფიზიკური გაწევ-გამოწევისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.