ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბოლო კვირების განმავლობაში 20 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ Bloomberg – ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კორეის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია მეტყველებს.
Bloomberg -ი სამხრეთკორეული მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ კიმ ჩენ ინის სიმაღლე 170 სანტიმეტრს შეადგენს, წონა კი 140 კილოგრამს აღწევდა, რაც ნორმას საგრძნობლად აღემატება და შესაძლოა გარკვეული დაავადებების არსებობაზე მიუთითებდეს.
როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 44-კილოგრამამდე დაიკლო, მაგრამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს მის მმართველობაზე.
ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით კი, კიმმა ცოტა ხნის წინ, 10–20 კილოგრამი დაიკლო.
სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი კიმ ბენ კი აცხადებს, რომ წონაში კლების მიუხედავად, კიმ ჩენ ინს არ აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ის ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებში კვლავ მონაწილეობს.
”თუ მის ჯანმრთელობას ანომალია, უნდა არსებობდეს ნიშნები იმისა, რომ მედიცინის იმპორტი ხდება იმ კლინიკაში, რომელიც პასუხისმგებელია კიმის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეს არ იქნა აღმოჩენილი”, – თქვა დეპუტატმა და დასძინა, რომ კიმ ჩენ ინი კვლავ ატარებს ”საათებს გრძელი შეხვედრებზე ”და არაფერია უჩვეულო იმის შესახებ, თუ როგორ დადის ის.
Bloomberg -ი ინფორმაციით, 30 ივნისს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა ოფიციალურად დაადასტურეს ის, რომ კიმ ჩენ ინმა წონაში დაიკლო.
ავტორი: მერაბ ცაავა