ევროკავშირმა შესაძლოა COVID-19-ის სტატისტიკის ზრდის ფონზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტებზე გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, საზღვრები შესაძლოა სულ მცირე ორი კვირით ჩაიკეტოს.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი, უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვას გეგმავს, გამორიცხული არ არის, რომ სიაში მყოფი 13 ქვეყნიდან კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეტ კორეის მოქლაქეებს ევროკავშირში შესვლა აუკრძალონ, ასევე ვრცელდება ინფორმაციია, რომ სიიდან მაროკოს და ალჟირის ამოღებაზეც.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ,,თეთრ სიაში“ შედიან : საქართველო, ავსტრალია, ალჟირი, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი და ტუნისი.