ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 8 ახალი შემთხვევიდან სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ბოჭორიშვილის კლინიკიდანაა.
როგორც სოლოღაშვილმა განაცხადა, სამივე დაინფიცირებული ერთი ცვლის მედპერსონალია.
მათ ფსიქიკურად არამდგრად კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთან მოუწიათ შეხება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამივეს მდგომარეობა სტაბილურია.