https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბოიარსკი, ფანტომასი და სხვა გმირები…

11:18; 19.11.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველი ხელოვანები არაორდინალურ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან. ეს სიტუაციები ხშირად ისეთი ორიგინალურია, რომ საპირველაპრილო „გათამაშებებს“ არ ჩამოუვარდებიან.

დღევანდელ წერილში ჩვენი მსახიობების თავს გადამხდარ რამდენიმე უცნაურ ისტორიას გაგაცნობთ.

წინა საუკუნის 70-იან წლებში ფრანგული სურათი „ფანტომასი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. ძველი თაობის წარმომადგენლები ალბათ ერთ საბჭოთა კომედიასაც –  „ანისკინი და ფანტომასი“ გაიხსენებენ.

ერთხელ თბილისის პანტომიმის თეატრის მსახიობებს კახეთში სახალისო ისტორია გადახდათ და იმ „ინციდენტის“ მთავარი დამნაშავე ფრანგი „სუპერმენი“ გახლდათ.

გოგი ოსეფაშვილი, პანტომიმის თატრის მსახიობი: „პანტომიმის თეატრი 1969 წლიდან არსებობს და მეც იმ დროიდან ვარ იქ. ხშირად გვიწევდა გასვლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კომუნისტების დროს რაიკომის მდივნები ავრცელებდნენ ბილეთებს და დარბაზი ყოველთვის სავსე გვხვდებოდა.

ერთხელაც, კახეთის ერთ-ერთ რაიონში უნდა ჩავიდეთ. რაიკომის მდივანს დაუბარებია თანამშრომლები და საზეიმოდ უცხადებს:

– ჩვენთან ჩამოდის ფანტომასის თეატრი და ბილეთები უნდა გავავრცელოთ.

ფანტომასის თეატრიო და, იმისთანა ტაციაობა დაწყებულა ბილეთებზე, ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ. ჩავდივართ, დარბაზი ისეა გაძეძგილი, ნემსი არ ჩავარდება. სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ, ორჯერ მეტი ხალხი მოვიდა ჩვენს სანახავად, ვიდრე ბილეთები დავტოვეთ, თან ძალით მოყვანილებს არ ჰგვანან. ერთი სული აქვთ, წარმოდგენა როდის დაიწყება.

სხედან და უყურებენ სპექტაკლს, სადაც არავინ ხმას არ იღებს და მარტო მოძრაობებია მუსიკის თანხლებით. თვალი გავაპარე ლოჟისკენ, სადაც რაიკომის მდივანი იჯდა, მკვდრის ფერი ადევს!

დამთავრდა წარმოდგენა და ჩაფიქრებული გვიახლოვდება.

– ეს რა დღეში ჩამაგდეთ, ხალხს თვალებში როგორ შევხედო! ეს რა გამიკეთეთ, მთელი ორი საათი, მეც და დარბაზიც თავმოტვლეპილი კაცის გამოჩენას ვუცდიდით…“

ერთხელ საქართველოში ცნობილი რუსი მსახიობი და მომღერალი მიხეილ ბოიარსკი იმყოფებოდა. მას ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მანქანიდან ტანსაცმელი მოპარეს, ტყავის ქურთუკი და სხვა ნივთები. ამ შემთხვევას ფეხბურთელი, მოგვიანებით კი თეატრალური მოღვაწე მიხეილ ჯოჯუა შემდეგნაირად იხსენებდა:

„მაშინ რუსთავში გაიმართა კონცერტი და ბოიარსკი გაქურდეს. შემდეგ მე ვუყიდე მას ახალი ტყავის ქურთუკი. რა ვქნათ, ხდება ხოლმე ასეთი ამბები. ბოიარსკის კი არა, ერთხელ სენაკის თეატრის კულისებში ვერიკო ანჯაფარიძეს საათი მოპარეს. მილიციის უფროსი და რაიკომის მდივანი ებრაელების სოფელში – კულაშში წავიდნენ, იქ მისცეს სწორედ ისეთი საათის შეკვეთა, იყიდეს. შემდეგ ის საათი ვერიკოს ფანჯრიდან შეუგდეს – ზაფხული იყო, ვერიკოს ეძინა, ფანჯარა ღია ჰქონდა. ნახა, გაოცდა – ზუსტად ისეთივე საათიაო, თქვა.“

ალბათ გახსოვთ საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი გახმაურებული კინოსურათი „კანონიერი ქურდები“. ამ ფილმში ქართველი მსახიობი გია ლეჟავა ქურდი რამზესის როლს ასრულებდა. ბევრმა არ იცის და ბატონ გიას თავდაპირველად თურმე სომეხი აშოტას როლი უნდა ეთამაშა. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ამ ისტორიას თავად გია ლეჟავა მოგვიყვება.

„რუსულ მხატვრულ სურათში „კანონიერი ქურდები“ გაფტთან მაქვს სცენები, რომელიც ბოლოს კლავს ჩემს გმირს. არსებობს ასეთი ქურდი – ლაკობა, რომლის პროტოტიპსაც გაფტი თამაშობდა. ნაწარმოების ავტორი აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი იყო და სცენარში გამოყვანილი ჰყავდა ვინმე აშოტა – სომეხი, რომლის როლიც მე უნდა მეთამაშა.

მოდით, ეროვნებას ნუ დავაკონკრეტებთ-მეთქი, – ვუთხარი. სომხებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა უარყოფითი სომხის როლი განვასახიერო-თქო. მაშინ ქართველი იყოსო. გავგიჟდი, სომხის როლის განსახიერება არ მინდა და ქართველს როგორ მთავაზობთ-მეთქი? მერე მე თვითონ მოვიგონე ეგვიპტელი ფარაონის სახელი – რამზესი… ქურდებს უყვართ „კლიჩკები“…“

ეს ისტორია კი ცნობილ ქართველ მსახიობ მამუკა კიკალეიშვილს უკავშირდება. მარჯანიშვილის თეატრი საგასტროლოდ კახეთში იმყოფებოდა. სიტყვას კვლავ ბატონ გოგი ოსეფაშვილს გადავცემ.

„მარჯანიშვილელებს ერთი კარგი მსახიობი ჰყავდათ, ვაჟა ფირცხალაიშვილი, რომელსაც ფოკუსები ჰქონდა პროგრამაში. ერთ-ერთი ფოკუსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბამბა უნდა ეჭამა და შემდეგ პირიდან ბოლი გამოეშვა და ცეცხლი ეფრქვია. მამუკა კიკალეიშვილს ბამბის ის ნაჭერი უნდა შეეტანა მისთვის სცენაზე, რომელშიც მუგუზალი იდო – სიგარეტის ანთებული თავი. ის ბამბაში ღვივდებოდა და მოდიოდა და მოდიოდა ბოლი.

კახეთში გვაქვს გამოსვლა. დაიწყო ფირცხალაიშვილმა ფოკუსი, უცებ მამუკა სიცილით მეუბნება:

– გოგი, ნახე ამას რა გავუკეთო.

კითხვაც ვეღარ მოვასწარი, რას აპირებდა. გავარდა სცენაზე და მარტო ბამბა არ მიაწოდა?! ამან არ იცის. ჩაიტენა ბამბა, ჰაერი ჩაისუნთქვა.

– ფუუ!

არაფერი ხდება! გადაირია კაცი, უფრო ღრმად ჩაისუნთქა.

– ფუუ!

არაფერი… კახელები გასუსულები მისჩერებიან. ფირცხალაიშვილმა იფიქრა, ეტყობა, მუგუზალი მიქრებაო და მიაყარა – ფუუ, ფუუ, ფუუ!

ერთმა კახელმა მის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და შესძახა:

– რას აკეთებ, ჯოუ, გასკდები.

მერე სხვა მაყურებელიც აჰყვა – ცოტა ნელა, რამე მარცხი არ მოგივიდეს!

მამუკა კიკალეიშვილი იცინის, ვეღარ ვაჩერებთ! სტვენით გამოაცილეს ვაჟა ფირცხალაიშვილი სცენიდან. ადამიანი ისეთ დღეშია, დანა პირს არ უხსნის.

– ეგ როგორ დაგემართა, კაცო, – პირველმა მამუკამ მიუსამძიმრა.

– ეტყობა, ნესტიანი ბამბა იყო, – ამოიოხრა.

– არადა, რამხელა მუგუზალი ჩავდე…

ფოკუსნიკი წამით ჩაფიქრდა და ბამბას ეცა შესამოწმებლად… მამუკამ, იმხელა წონის კაცმა, როგორ და სად მოახერხა ასე კარგად დამალვა, დღემდე არ ვიცი…“

დღევანდელი წერილის დასასრულს კი მართლაც რომ საპირველაპრილო „ისტორიას“ გაგაცნობთ. ეს ფაქტი თბილისის ფილარმონიაში ნამდვილად დაფიქსირდა.

ბესო ბერულაშვილი, პაროდისტი: „ფილარმონიის დაცვის ბიჭებმა ვერ იცნეს და ამიტომ არ აუშვეს მაღლა საგანგებო საშვის გარეშე რამაზ ჩხიკვაძე და თემურ წიკლაური.

დავიწვი სირცხვილით, ხედავ, რა დრო დადგა-მეთქი? გავბრაზდი, რამაზ ჩხიკვაძეს ვერ სცნობენ და გეგეს და როსტიკას ავტოგრაფების ჩასაწერად დასდევენ…

ვთხოვე დაცვას – ჩემთან ეროსი მანჯგალაძე და სერგო ზაქარიაძე მოვლენ და დაუბრკოლებლად ამოუშვი-მეთქი. „არ არი ბაზარიო“, შემპირდნენ, დავიმახსოვრებთო, თქვეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიწერეს გვარ-სახელები, რომ არ დავიწყებოდათ ან ვინმეში არ შეშლოდათ“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები   

09:40; 13 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშნები   

09:38; 13 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ვინ განიცდის ყველაფერს ზედმეტად

09:37; 13 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე გაბედული ზოდიაქოს ნიშნები   

09:34; 13 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ქალბატონების სახელების შესაფერისი ძვირფასი ქვები   

10:03; 12 თებერვალი, 2026

ჩაშლილი „სამეფო ნადიმი“

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026
სამართალი

“ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება”- საია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრობლემაზე

16:54; 13.02.2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13.02.2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ვრცელდება თუ არა მოქმედ სტუდენტებზე მთავრობის ახალი დადგენილება

15:36; 13.02.2026
სამართალი

ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა- საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლიც

15:21; 13.02.2026
საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13.02.2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

14:56; 13.02.2026
სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13.02.2026
ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13.02.2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო