კანონპროექტი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო.
ინიციატივას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. აღნიშნული ცვლილებები ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვრის ბოლოს დაამტკიცებს.
კანონპროექტის ავტორები არიან: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურმა მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევენების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგნაირად განისაზღვრა:
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 5 140 020 ლარი
,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2 199 635
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 240 000 ლარი
პროგრსი და თავისუფლება – 12 000 ლარი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია 204 000 ლარი
ევროპული დემოკრატები 460 000 ლარი
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 939 925 35
კანონი და სამართალი – 104 436 15
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის 1 124 409 ლარი
ლელო საქართველოსთვის – 803 560
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 1 043 120 ლარი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 289 710