ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
ცეცხლი დაახლოებით 5-6 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის ახალციხის სამსახურის უფროსის, ილია თავთეთრიშვილის განცხადებით, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ხანძარი სოფელ საკირეში, გუშინ 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებითაა.