უკრაინული ბორში იუნესკოს გადაშენების პირას მყოფი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იუნესკომ თქვა, რომ უკრაინის ომი ბორშის მომზადებას „ემუქრება“.
გაეროს კულტურულმა სააგენტომ გადაშენების პირას მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში დაამატა ბორშის მომზადება – სუპი, რომელიც ჩვეულებრივ ჭარხლითა და კარტოფილით მზადდება უკრაინაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასცინა ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ კერძის რუსულ ვერსიას დაცვა არ სჭირდება.
ბორში არის წვნიანი, ჩვეულებრივ, ჭარხლისგან წითლად შეღებილი – თუმცა მწვანე და თეთრი სახეობაც არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ბორშს თავის ეროვნულ კერძად მიიჩნევს, მას ასევე ფართოდ მოიხმარენ რუსეთში, სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და პოლონეთში. შედეგად, მისი წარმოშობა სადავოა.
ბევრი კონკურენტი პრეტენზია არსებობს იმის თაობაზე, თუ საიდან წარმოიქმნება კერძი, როგორ უნდა იწერებოდეს კერძის სახელი, შეიცავს თუ არა ხორცს და კიდევ უნდა იყოს თუ არა წვნიანი ზემოდან არაჟანით.
ბოლო წლებში მისი, როგორც უკრაინული ან რუსული კერძის სტატუსი მძაფრად განიხილებოდა სოციალურ მედიაში, რასაც ზოგი “ბორშის ომებს” უწოდებს.
2020 წელს უკრაინამ მიმართა, რომ კერძის მომზადების კულტურა დაემატებინა იუნესკოს გადაშენების პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სიაში და გადაწყვეტილება მისი სიაში შეტანის შესახებ 2023 წელს უნდა მიეღო. მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სწრაფად განხორციელდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და კერძის ტრადიციაზე „ნეგატიური ზემოქმედების“ გამო,_ ნათქვამია იუნესკოს პრესრელიზში.