ბრაზილიაში მაცხოვრის ახალ ქანდაკებას აშენებენ, რომელიც რიო-დეჟანერიოში, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, მონუმენტ „მხსნელ ქრისტეზე“ მაღალი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ქანდაკება, სახელწოდებით „მცველი ქრისტე“ ქალაქ ენკანტადოში შენდება და მისი სიმაღლე 43 მეტრს(140 ფუტი) შეადგენს. ეს სიმაღლით მაცხოვრის მესამე ქანდაკება იქნება მსოფლიოში.
როგორც BBC წერს, ქანდაკების აგების ინიციატორი ადგილობრივი პოლიტიკოსი ადროალდო კონზაძი იყო, რომელიც მარტში COVID19-ით გარდაიცვალა. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
მშენებლობის ორგანიზატორის ,,ქრსიტეს მეგობრების ასოციაციის“ განცხადებით, პროექტის ღირებულება 350 ათასი დოლარია(255 000ევრო). ის კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.
მათივე განცხადებით, მონუმენტის სიგანე 36 მეტრი იქნება, ქანდაკებაში კი ლიფტი იმუშავებს, რომელიც ტურისტებს 40 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულ გადმოსახედ მოედანზე აიყვანს.
ცნობისთვის, Jesus Buntu Burake– ს ქანდაკება მდებარეობს, ასევე სულავესში, ინდონეზიაში, რომლის სიმაღლე 52,55 მეტრია, პოლონეთში, ქალაქ სვიბოდცინშუ მდებარე ქრისტეს ქანდაკების სიმაღლე 52. 5 მეტრს შეადგენს, რიო-დეჟანეიროს ქრისტეს ქანაკების სიმაღლე კი 38 მეტრია. ასევე მსოფლიოში ათობით სხვა ქანდაკებაა, რომლებიც უფრო გრძელია, მათ შორის რამდენიმეა ღვთისმშობელის და ბუდას ქანდაკებები.