ბრაზილიის ერთ-ერთ ბაღში თავდასხმის შედეგად ოთხი ბავშვი და მასწავლებელი დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაღის დაცვის ყოფილმა წევრმა 4 წლამდე ბავშვებს და პედაგოგს საწვავი გადაასხა და დაწვა. თავდამსხმელი 50 წლისაა..ადგილზე მისულ პოლიციას მასწავლებელი და ბავშვები უკვე გარდაცვლილები დახვდათ, 15 ადამიანი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა მასწავლებელი ოთახში ჩაკეტა და ცეცხლი ამის შემდეგ გააჩინა.