ამ წუთებში “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” დამკვირვებელი ფიქრია მამარდაშვილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგს მართავს.
საწმე ეხება სოფელ ოზურგეთის 43-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს. მამარდაშვილის თქმით, მას პოლიციის მაღალჩინოსანმა ხელი შეუშალა უფლებამოსილების გახორციელებაში, კერძოდ, გადაღებისას და ვიდეო კამარის წართმევას ცდილობდა. ფიქრია მამარდაშვილი იმ ვიდეო კადრებს აჩევენებს მედიას როცა ინციდენტი მოხდა.
მამარდაშვილის თქმით, უბანზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ასევე, ატარებენ აგიტაციას.მისივე განმარტებით, ვიდეოში ჩანს, სამართალდამცაცებმა კამერა როგორ სცადა სამართალდამცავმა კამერის გატეხვა.
მისივე თქმით, აგიტატორებს აქვს პირადი სიები და პირადი ინფორმაციები და მობილიზებული არიან საარჩევნო უბნებთან.
ჟურნალისტები სთხოვენ ფიქრია მამარდაშვილს, აჩვენოს კადრი, სადაც საქმიანობაში ხელისშეშლაა ასახული, მაგრამ ხელისშეხების ფაქტი არ ჩანს მან ჟურნალისტებს ვერ წარუდგინა.
აღნიშნილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.