ბრიტანეთის საელჩო თბილისში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. საელჩო თანაგრძნობას უცხადებს ტყიბულში, მინდელის მაღაროში გარდაცვლილთა ოჯახებს.
“მწუხარებას გამოვთქვამთ ტყიბულის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანავუგრძნობთ დაღუპულ მაღაროელთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, _ წერია საელჩოს გვერდზე.