ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და ჰიპერტონიის საუკეთესო წამალია, არამედ ცოტა ხნის წინ, დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ იგი კლავს შიმშილის გრძნობას და აღკვეთს გადაძღომას.
შოტლანდიელმა სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ბროწეულის რეგულარულად მიღება აქვეითებს მადას, და შედეგად, ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამების წარმოქმნას.
ბროწეულში არის A, C, E, B1, B2 ვიტამინები, ასევე, მინერალები: რკინა, კალიუმი, კალციუმი, იოდი და სალიციუმი.
მის წვენში უფრო მეტი ანტიმჟანგავია, ვიდრე შავ ღვინოსა და მწვანე ჩაიში, ამიტომ მისი მიღება რეკომენდირებულია ძალის აღსადგენად, გადატანილი ინფექციებისა და ოპერაციის შემდეგ, ასევე, სისხლნაკლულობის დროს და რადიაციული დასხივების შემდეგაც.