ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 6,5 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის თანხა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოინახა ცენტრალურ ბიუჯეტში და რომლის გახორციელება იმდროინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ „გურია ნიუსთან“ 2 წლის წინ დაანონსა, გზის სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და გაბიონების მოწყობას ითვალისწინებს.
გზის დაგება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 571 352 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, თეთრ სიაში მყოფი კომპანია“New Road” ახორციელებს.
„ეს არის ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის თანამშრომლობისა კარგი მაგალითი.
სწორედ ამ კოორდინირებული მუშაობით ეს გზა მივა ბოლომდე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში“ _ აღნიშნა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.