ბულგარეთში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს 5 ქართველი ფალავანი ოთარ გოგავა (61 კგ), ჯაბა ყველაშვილი (79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) ნახევარფინალში გავიდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები _ ოთარ გოგავა (61 კგ) ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს, ჯაბა ყველაშვილი (79 კგ) რუს ახმედ გაჯიმაგომედოვს, ირაკლი მწითური (92 კგ) თურქ ჰუსეინ გ.-ს შეხვდებიან.
აღსანიშვავია რომ მწითური ფინალში გასვლის შემთხვევაში რუსების დაღესტნელ ფალავან აბდულრაშიდ სადულაევს დაეჭიდება.
ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები რამაზ ზოიძე (72 კგ) მოლდაველ ანატოლი პ-ს ხოლო თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) თურქ ასლან ა.-ს დაეჭიდება.
ნახევარფინალური ბლოკი 18:30 საათიდან განახლდება.