Human Rights Watch-ის განცხადებით, ბურკინა ფასოს უსაფრთხოების ძალებმა, 9 აპრილს, 31 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა ასაკი 20-იდან 60 წლამდეა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმე პატიმარი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავების შემდეგ რამდენიმე საათში დაიღუპა.
ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
„ბურკინაბის უსაფრთხოების ძალებმა სიკვდილით დასაჯეს 31 კაცი, კონტრტერორისტული ოპერაციის მხეცური მცდილობით, ეს შეიძლება იყოს ომის დანაშაული და გამოიწვიოს სხვაგვარი სისასტიკე. მთავრობამ უნდა შეაჩეროს ძალადობა, სრულად გამოიძიოს ინციდენტი და მიიღოს ვალდებულება, დაიცვას კონტრტერორიზმის სტრატეგია,“_ განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა, კორინე დუფკამ.
9 აპრილს მომხდარ მკვლელობების შესახებ ორგანიზაციამ 17 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაკავების 12 მოწმე.