“ქართული ოცნების” ყრილობაზე შესვენება გამოცხადდა და დელეგატები ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში ყავისა და ჩაის რიგში ჩადგნენ.
უამინდობის გამო, ცხელ წყალზე მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ მადუღარა ქვაბიდან ცხელი წყლის ბოლო მარაგის ჩაწურვას ჭიქებში დელეგატები ქვაბის დაყირავებით ცდილობდნენ.
წყლისა და ჩაის რიგი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე დაიშალა და ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.