ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლანჩხუთში სააღდგომოდ ჩასულ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების მატება, ჯერ კვლევები არ არის დასრულებული, მაგრამ უკვე შემოტანილი შემთხვევები გვაქვს. სააღდგომოდ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ჩამოიყოლეს ვირუსი, გამოუვლინდათ აქ. კონტაქტები ჰქონდათ ახლობლებთან და გაავრცელეს. მსგავსი შემთხვევები თანდათან კიდე გამომჟღავნდება. მოსალოდნელი იყო და ამიტომაც არის დაწესებული მობილობის შეზღუდვა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სულ ლანჩხუთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2107 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 1972 ადამიანი, გარდაცვლილია _ 32, აქტიურია _ 103.