მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
„ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ჩვენვე ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს.
შევამცირებთ ჩამორჩენას, უზრუნველვყოფთ დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და გაძლიერებას.
საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს, მოქნილი სამთავრობო უწყებები. მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ინსტიტუციებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.